LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის, კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

118
Capture

ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

ლანდსბერგისი პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

„ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს სარგებელს არავის არ მოუტანს, თითქმის არავის“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

magti 5g