LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: დასაშვები იქნება მოგზაურების განმეორებითი აცრა იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირსა და აშშ-ში

49
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი ექნებათ, შეეძლებათ, მეორე დოზის შემთხვევაში, განსხვავებული ვაქცინით აიცრან.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციის დაგეგმვა:

“ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ აცრას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ამდენად, ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ განმეორებითი ვაქცინაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც ექნებათ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი. ვაქცინა შეიძლება იყოს “ფაიზერი” ან ნებისმიერი სხვა, რომელსაც ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება, იღებს.

ამისთვის პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაციის დაგეგმვა.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g