LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: მწვანე ბარათს აუცილებლად მოუწევს რევიზია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა

18148
გაბუნია 22

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ომიკრონმა ბევრი რამ შეცვალა.

მისი თქმით, ზოგიერთი ბიზნესობიექტი ღიად აცხადებს, რომ მწვანე საშვის მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს.

პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიკურია, რომ ინტერვენცია, რომელიც ერთი, ან თუნდაც ორი თვის წინ დაიგეგმა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა მწვანე საშვის კრიტერიუმები. ძალიან ცუდია, რომ ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულებელყოფა და ღიად აცხადებს ზოგიერთი ბიზნესობიექტი, რომ მწვანე საშვის მოთხოვნები მისთვის არაფერს არ ნიშნავს.

მწვანე საშვმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის.

მწვანე ბარათს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან, ზოგადად, სიტუაცია იცვლება, ომიკრონმა ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახვა და, ზოგადად, სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც სხვანაირი მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საკითხს დავუბრუნდებით და ანალიზიც გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო.

მთავარი არის ის, რომ რაც იქნება რეგულაცია, იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს იმგვარი, რომ ამან ხელი შეუწყოს დანერგვას, არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი და მთელი რიგი ისეთი საკითხები, რაც თავიდანვე განაპირობებს ამა თუ იმ  ინტერვენციის დისკრედიტაციას“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “თავისუფალი სტუდია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g