„მაესტროს“ ახალი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ კომპანიის შესწავლას გეგმავს და უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ აპირებს.
“სანამ კომპანიას არ შევისწავლი ყველა მიმართულებით, კონტენტის, ფინანსური დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. მერე, ერთბაშად დავდებ ჩემი მოქმედებების გეგმას. ამისთვის მჭირდება გარკვეული დრო. არ ვარ ინფორმირებული კონკრეტულად რა მძიმე პროცესები მიდის “მაესტროს” შიგნით. ინფორმირებული ვარ, მხოლოდ ზოგადად, რომ მძიმე პროცესები მიდის ხელფასებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არავის გაშვებას არ ვაპირებ – ინტელექტუალური აზროვნების გამოყენებისკენ ვარ მოწოდებული”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სურდა ბაია გადაბაძესთან ერთად დაეგეგმა „ყველა მომავალი ნაბიჯი“.
„ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ – თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანები “რუსთავი2”-დან. “რუსთავი2″-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.