LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაჩვენებთ რა შეგვიძლია“ – მედიის წარმომადგენლები ხვალ ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

149
BeFunky-collage

ხვალ, 12:00 საათზე, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრი მივა, მედიის წარმომადგენლები პარლამენთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე განაცხადა და მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.

ინგა გრიგოლია: რაფალიანცის საქმით მოსული „ოცნება“ როგორ გვიბედავს ჩვენ…გამოვალთ ყოველდღე, დაგხვდებით ყველგან!

ვატო წერეთელი: ამდენი პროტესტია, სად არის ქალაქის მერი, არ უტყდება? არ რცხვენია?

ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ

„ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ.

მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ.

მინდ მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, ხვალ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g