LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს

84
91544533-2482138685221449-2648875424305643520-o

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ “კომენდანტის საათის” გადაწევის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ქვეყანაში ვირუსის მაჩვენებელი პიკური აღარ იქნება.

“ახლა პიკში ვართ და ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ. გვესმის სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა.

როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად პიკი შემსუბუქდება, შემდეგ გადავხედოთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გაბუნიამ.

ვართ პიკურ პერიოდში, რაც სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება: გაბუნია

შეგახსენებთ,13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები განაახლებენ მუშაობას.

ძალაში რჩება ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები