ჟურნალისტი მაიკო ლომიძე „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთ ლიდერთნ დავით არახამიასთან პირველ შეხვედრას იხსენებს.
„კიევში დავით არახამიას შევხვდი. პირველი ნიკა გვარამია მოიკითხა. დეტალები აინტერესებდა. ყველაფერი იცოდა „რუსთავი 2“- ის ძველი ამბებიდან დაწყებული, მაგრამ რომ გაიგო, კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის იხდის სასჯელს, მითხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას, ან უფრო უკეთეს მანქანას ვუყიდი, უნდა თვითონ მოიხმარონ, უნდა „რუსთავის 2“-ს გადასცენ, ოღონდ გამოუშვან ის უდანაშაულო კაციო.
რას იტყვით, აბა? საქართველოს მთავრობა, მართლა ძააან მაგარ მანქანას ვუყიდიო“. – წერს მაიკო ლომიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.