LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაირჩინე ენა და თითები: გაბუნია კადიროვის რისხვას უნდა ელოდოს?

1774
AsRL737_Jn0-800x445

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მთელი დღეა განხილვის თემაა, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. მის მიერ პუტინის და მისი მშობლების გინება, როგორც infoteka24.ru წერს, რამზას კადიროვის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, პირობა დადო, რომ ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფდა, თითებსა და ენას დაკარგავდა. გარდა ამისა, კადიროვმა არაერთხელ ისაუბრა, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მამა-შვილურ გრძნობებზე…

გამოცემა ვარაუდობს, რომ კადიროვის რუსეთთან მჭიდრო კავშირისა და ასევე, საქართველოსთან სიახლოვის გამო, შესაძლოა ის არსებულ ვითარებაში ჩაერიოს, მით უმეტეს, რომ რამზან კადიროვს გაბუნიას მსგავსი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების სია აქვს.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

აქვე, სტატიაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის ქმედებამ, რუსებამდე ქართველების პროტესტი გამოიწვია და ღამითვე, “რუსთავი 2″-ის შენობის წინ აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა. პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ. 

ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში"

ნიკა გვარამიასთვისac მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ნახეთ ამავე თემაზე “ფორტუნას” სტატია: გაბუნიამ რუსეთს აქილევსის ქუსლი აპოვნინა – რა უფრო საშიშია: ჟურნალისტის მონოლოგი თუ ხელისუფლების რეაქცია

 

magti 5g