LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს: ნიკა მელია

86
256053225

ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.

“ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტი, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ძველმა შემადგენლობამ გაიტანა კენჭისყრაზე, რაც ოპოზიციის შეფასების, ამომრჩევლის არჩევანის ფეხქვეშ გათელვაა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები