LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასახადებისგან თავის არიდების გამო შაკირას 8 წლიანი პატიმრობა და 19 მილიონიანი ჯარიმა ემუქრება

608
შაკირა

ესპანელი კანონმდებლები შაკირას გადასახადებისგან თავის არიდებასა და 14 მილიონიანი ჯარიმის გადაუხდელობაში ედავებიან. საქმე პროკურატურამდე მივიდა, სადაც მომღერლისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ. საუბარია თავისუფლების 8 წლით აღკვეთასა და  19 მილიონ ევროდ შეფასებულ ჯარიმაზე. თავის მხრივ მომღერალი ბრალდებას უარყოფს, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ მუსიკოსს სასჯელისთვის თავის არიდება გაუჭირდება.

ინფორმაციას გამოცემა „ელ პასისი“ ავრცელებს. ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა შაკირას დაცვის მხარემაც. მომღერლის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ შაკირა სამაგალითო მოქალაქე და ადამიანია. არადა სარჩელში, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, საუბარია 2012-დან 2014 წლებში, დაახლოებით 14 მილიონი ევროს ღირებულების გადასახადებზე, რომელსაც მომღერალმა თავი აარიდა.

„ღალატის შემდეგ ეს როგორ გაბედა!“ – ჟერარ პიკე შაკირას სასამართლოში უჩივის

თუკი შაკირა 13 მილიონ ფუნტს არ გადაიხდის, მას პატიმრობა ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები