„გადაუჭარბებლად და ყოველგვარი დრამატიზების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ უკიდურესად შეძრწუნებული ვარ. ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც ყველაზე დიდ ტრავმად და ჭრილობას, რომელსაც დიდიხანი ვერ მოვიშუშებთ“,- ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით შეუძლებელია იმ ზიანის დათვლა, რომელსაც ამ ფაქტის შემდეგ მიიღებს ქვეყანა.
„ვის აწყობს ან ვის არა ამაზე დებატიები შეცდომა მგონია. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დავინახეთ რა ტიპის ჭაობში ჩაიძირა ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები, რომელიც უნდა იცავდეს ოკუპირებული ტერიტორიების, სახელმწიფოებრივ და მოქალაქეების უსაფრხთოებას. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ ტოტალურად უსმენდა და უთვალთვალებდა ყველას. ფაქტია შემაძრწუნებელი და ეს იცით როგორ წალეკავს ყველაფერს? ათასობით ადამიანი იქნეაბ ადაზარალებული. ეს ყველაფერი ხვდება მეზობელი, ჩრდილოელი სპეცსამსახურების ხელში. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის წამლეკავია ეს ყველაფერი, ტაიფუნივით მოდის უკანონობის ზვავი. ნორმალურ ქვეყანაში უკვე გადამდგარი იქნებოდა ხელისუფლება. იმის ნაცვლად რომ გაიაზრონ ყველანი ერთად რა ჭაობში აღმოვჩნდით, არჩევნების მერე გაარკვევენ თურმე რაზეა ლაპარაკი.
არჩევნები, რომელიც შესაძლებლობაა უკეთესობით შეცვალო რეალობა, მთავარ ბრძოლის ხაზად იქცა. ამის შემდეგ, რომელი ინსტიტუტი დარჩა ქვეყანაში, რომელსაც ხალხი ენდობა? ყველაზე მეტად ვისაც ენდობოდა, ეს იყო ეკლესია, პატრიარქი.. მათაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.