LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავარჩინოთ საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობა“ – ეროვნულ მუზეუმთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ

94
აქცია ეროვნულ მუზეუმთან

ეროვნული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. 

აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. მათ ხელში უჭირავს ბანერები წარწერით: „არა რეპრესიებს მუზეუმში!“, „არა რეპრესიებს პროფესიონალიზმის ნიშნით“, „გადავარჩინოთ საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობა“ და სხვა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთაგან 21 მეცნიერ თანამშრომელი და 20 კონსულტანტია.

„არა რეპრესიებს პროფესიონალიზმის ნიშნით“ – ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

„ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს“ – რას ითხოვს და რას აპირებს პროფკავშირი?

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
mazda magti 5g