LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: კულტურის სამინისტრო “ბუტკა” არ არის

178
BeFunky-collage (14)

“ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა”, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს.

მინისტრის განმარტებით, “ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს”.

“ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში” – თქვა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გათავისფლდა 24 მაისს – მიზეზად მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაცია და გათავისუფლებულთა არასაკმარისი კომპეტენციაა დასახელებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები