LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის.. დავეხმარებით ყველას, ვისაც საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“ – კალაძე სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე

169
Untitled design

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება, იქამდე კი, ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა.

ასევე ნახეთ

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ

„აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის.

აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილი, ზოგმა კი თავისი სურვილით ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა. ჩვენ დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს, მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახს და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„შუაღამისას საშინელი აფეთქების ხმამ წამოგვყარა მთელი ოჯახი.. მეგონა, რომ ომი დაიწყო“ – რას ჰყვებიან სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლები მომხდარ აფეთქებაზე

ცნობისათვის, 14 მარტს, გვიან ღამით თბილისში ძლიერმა აფეთქებამ სამტრედიის ქუჩაზე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად ევაკუირებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 93 ოჯახი ცხოვრობს, მათივე ცნობით, დაზარალებულთა სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები