LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

168
აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს.

ძლიერი აფეთქება თბილისში – წინასწარი შეფასებით, კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

„დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა – დიდუბის რაიონის მაჟორიტარი

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები