LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა – დიდუბის რაიონის მაჟორიტარი

177
დიდუბის რაიონის მაჟორიტარი

„გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა სამტრედიას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ძლიერი აფეთქება თბილისში – წინასწარი შეფასებით, კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა

მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ, გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანარჩენს დაველოდებით. ჩვენ ვარაუდობთ, რომ არის გაზით აფეთქება“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპსუსის პირველ სართულზე აფეთქება გვიან ღამით, დაახლოებით 3 საათისთვის მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოპულარულები