LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავურჩით ღამეს, რომელსაც ევროპის ისტორიის გაჩერება შეეძლო: უკრაინის ელჩი გაეროში

120
სერგეი კისილიცა

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში სერგეი კისლიცამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ „გადავურჩით ღამეს, რომელსაც ევროპის ისტორიის გაჩერება შეეძლო“. სერგეი კისლიაცმ აინშტაინის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ „სამყაროს გაანადგურებენ არა ისინი, ვინც ბოროტებას ჩადიან, არამედ ისინი, ვინც მათ უყურებენ და არაფერს აკეთებენ“.

კისლიცამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა „იმოქმედონ ახლა, თორემ მერე შეიძლება გვიანი იყოს არა მარტო უკრაინელებისთვის, არამედ მათთვისაც“. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გარიცხონ რუსეთი ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან.

მისი თქმით, ენერგოდარის ბირთვული კატასტროფა, თუ ასეთი მოხდა, შეიძლება ჩერნობილის და ფუკუშიმას კატასტროფებზე დამანგრეველი იყოს.

„ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინის და ევროპის ისტორიის გაჩერება, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ამ დილით. ყოველი დღე ახალი მტკიცებულებაა, რომ მარტო უკრაინა არ არის რუსეთის თავდასხმის ქვეშ, არამედ ევროპაც, მსოფლიო, კაცობრიობა და თაობების მომავალი. რუსეთი ჩანს, განრისხებულია, რომ მისი გეგმები უკრაინის სწრაფად დაპყრობის შესახებ უკვე ჩაფლავდა. გაცოფებულია, რომ უკრაინელი ხალხი აგრძელებს მამაცურად ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის. განრისხებულია მსოფლიოს სოლიდარობით უკრაინის მიმართ. ამის სამაგიეროდ რუსეთი ჩადის ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და არც ცდილობს, ეს დამალოს. ამაზე მიუთითებს დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დანგრეული დასახლებული პუნქტები და განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა. გუშინ მათ ბირთვული ტერორიზმი ჩაიდინეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით და დაკავებით“, — განაცხადა კისლიცამ.

ცნობისათვის, უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების გამო, რაც ბირთვულ ტერიტორიზმად შეაფასა. უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა უკრაინის თავზე ცის დახურვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ოპერაციის ჩატარება.

ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ: ვოლოდიმირ ზელენსკი

სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ნატო ისეთი არ ყოფილა, როგორც ამას უკრაინელი ხალხი ფიქრობდა: დმიტრო კულება

magti 5g