“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები დღის მეორე ნახევარში დედაქალაქიდან ნამოხვანისკენ დაძვრას ავტოკოლონებით აპირებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიის სრულ პარალიზებას მოახდენენ და კომპანიას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
მათივე თქმით, ხეობაში გამგზავრებამდე დღეს, 16:00 საათზე, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ.
“გადავწყვიტეთ, დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი, ასე ვთქვათ, არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ჩადის და აკეთებს. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” აქციებს, აღორძინება დაიწყება: ხაზარაძე