LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა… ქართული თეატრი ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანს“ – კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დასრულდა

163
აქცია

„ამ შეკრების დასასრულს გვინდა დავაანონსოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა-ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა“, – ამის შესახებ რეჟისორმა, მიშა ჩარკვიანმა კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

აქციის მონაწილეებმა დღევანდელ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს, რომელიც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მსახიობებმა, ხელოვანებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა შეიქმნება, რომელიც მაყურებელს გარეთ გამოიყვანს.

„ამ შეკრების დასასრულს გვინდა დავაანონსოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა-ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში. ახლა ის ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანს”,-განაცხადა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა.

ამ დროისთვის კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დასრულებულია.

მანამდე კი, კულტურის სამინისტროსთან შეკრებილმა მსახიობებმა და ხელოვანებმა კულტურის მინისტრ, თინათინ რუხაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: „საფუძველი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ, თუ მას პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g