LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყდა, როგორ აუნაზღაურდებათ ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალი

552
IMG-0863

15 ივნისს ვარკეთილში ე.წ. შერეული ბაზარი დაიწვა. დამწვარია 4000 კვადრატულ ფართობზე სასაწყობე ჯიხურები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მერიაც. კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

კალაძის განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და აუცილებლად დადგინდება, საიდან გაჩნდა ხანძარი.

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე შეხვდა. მან მოვაჭრეებს 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა და დღის განმავლობაში მერიაში შეხვედრა შესთავაზა. კახა სამხარაძის თქმით, ადმინისტრაციასთან და მერიასთან უკვე შეთანხმებულია, რომ მოვაჭრეები 3-5 თვის გადასახადებისგან გათავისუფლდებიან და ასევე, ტერიტორიის სრულად აღდგენამდე მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გააგრძელონ საქმიანობა.

კახა სამხარაძის თქმით, შეიძლება, ყველა მოვაჭრე კომპენსაციით კმაყოფილი ვერ იყოს, მაგრამ უნდა დაამტკიცონ, რომ გარკვეული ქონება ჰქონდათ.

ვარკეთილში მოვაჭრეებმა პროდუქტის ასანაზღაურებლად შესაბამისი შესყიდვის საბუთი უნდა წარადგინონ. საბუთის არქონის შემთხვევაში კი მათ კვადრატულ მეტრზე 500 ლარს გადასცემენ.

შპს „ვარკეთილი 96“-ის იურისტის განცხადებით, დაზღვევა შეეხება იქ მომუშავე ადამიანებს და არა შპს-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები