LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია – მეტიც, გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ“ – მიქანაძე ფერაძის საქმეზე

147
ნატა ფერაძე და გივი მიქანაძე

„ფერაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული – ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეუფარდა.

მიქანაძის შეფასებით, „ეს არის სიწმინდეებზე, რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა“.

ნატა ფერაძე: „არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი – არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას“

„მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ.

„ვერ შემაშინებენ.. ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ რომ შიგნიდან კიდევ ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან“ – ნატა ფერაძე

„ალტ-ინფოს“ უგორებენ [კოჭს], რომ აი, ციხეში ვსვამთ თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის“.

უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა.

აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე.

ნატა ფერაძე: „პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი – არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ ამ პროტესტს დავეხმარე“

თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული.

„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ – კოკა მორგოშია

ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან“. – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g