LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია: საბჭო მზადაა, პრიორიტეტის შესრულების შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს – რას წერს რიკარდ იოზვიაკი

156
BeFunky-collage (14)

“რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული საბჭო, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება ასოცირების ტრიოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მისაღებად, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს:

ევროპული საბჭოს დოკუმენტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოსაზრებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერში“ წერს.

ევროპული საბჭოს ბოლო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება”.

 

 

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 23-24 ივნისს სამიტს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

“ერთი მხრივ, არის საბერძნეთის ქეისი და მეორე მხრივ, არის რამდენიმე მეგობარი ქვეყნის მცდელობა, რომ 24-ში ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს ევროკომისიის რეკომენდაცია” – რა შანსი რჩება საქართველოს?

magti 5g