LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

52
1

გაეროს ბავშვთა ფონდი 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და სკოლების ადმინისტრაციამ ხელი შეუწყონ დასწრებულ სწავლებას და გაატარონ აუცილებელი ზომები, რათა ვირუსის გავრცელება შეამცირონ.

ორგანიზაცია სკოლების გახსნას ულოცავს ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს და აგრძელებს თანამშრომლობას როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვების განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

სკოლის გარეთ კი ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას. ფონდში განმარტავენ, რომ ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

?  სკოლის დახურვა გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მათი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე, რაც თითოეულ ბავშვზე, მათ ოჯახზე და მათ ეკონომიკური მდგომარეობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს. ამ ბავშვებიდან ბევრი ვერასდროს დაეწევა სასწავლო პროგრამას;

?  რისკების შემცირების ზომების გამოყენების შემთხვევაში, სკოლები ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. უახლესი მტკიცებულებები მოწმობს, რომ სკოლები არ არის კოვიდ-19-ის გამავრცელებელი საზოგადოებაში და კოვიდ-19 არ წარმოადგენს მაღალ რისკს ბავშვებისთვის;

?  სკოლების დახურვას ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წვდომა დისტანციურ სწავლებაზე და რომლებიც უფრო მეტად არიან ძალადობის, ჩაგვრის, უგულებელყოფის, ბავშვთა შრომისა და სხვა რისკების წინაშე.

“მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და სკოლების ადმინისტრაციამ ხელი შეუწყონ დასწრებულ სწავლებას და გაატარონ აუცილებელი ზომები, რომ შეამცირონ ვირუსის გავრცელება, რაც მოიცავს საწმენდი საშუალებების, საპნის, სუფთა წყლის, დამცავი საშუალებების უზრუნველყოფას, ასევე სოციალური დისტანციის დაცვას.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობას მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს ბავშვთა ფონდში აღნიშნავენ, რომ მასწავლებელთა ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის მათ იცავს ინფიცირებისაგან და შესაძლებლობას აძლევს მუშაობა საკლასო ოთახებში განაგრძონ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. 4 ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები და გასართობი ცენტრებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g