LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერომ აფხაზეთიდან დევნილ პირთა დაკავშირებით რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიიღო

82
UN გაერო

“გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, “აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია, კიდევ ერთხელ მიიღო, რომელსაც მხარი 95 – მაქვეყანამ დაუჭირა.

დოკუმენტს, საქართველო გენერალურ ასამბლეაზე, 2008 წლიდან წარადგენს. იგი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, რომ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

“მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რადგან ერთის მხრივ, ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მეორეს მხრივ კი საუბრობს სწორედ იმ ფუნდამენტურ უფლებაზე, რომლებიც აქვთ დევნილ მოსახლეობას, რომ დაბრუნდნენ იმ ადგილებში, საიდანაც ისინი ძალადობრივად იქნენ გამოდევნილები. იმ რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მოგეხსენებათ ომი უკრაინაში, რომლის გამოძახილიც ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში არის, არ იყო მარტივი ასეთი შედეგის დადება და ვიტყოდი, რომ ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა ქართული დიპლომატიის”,  – განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g