მედიის ინფორმაციით, გაერომ ავღანეთში ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის სამი თვითმფრინავით ავიარეისები განაახლა. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
რეისები, რომელსაც სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) ახორციელებს, პაკისტანის ისლამაბადს ავღანეთის ქალაქებთან, მაზარ-ი-შარიფთან და ყანდაართან აკავშირებს. პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ძნელად მისადგომ ადგილებში.
„2002 წლიდან 2021 წლამდე, ავღანეთში გაეროს ჰუმანიტარული საჰაერო სამსახური ქვეყნის 20 -ზე მეტ მიმართულებას ემსახურებოდა; ის შეეცდება დაუბრუნდეს ამ ადგილებს, როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და დაფინანსება ამის საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა დუჟარიკმა.
ავღანეთი შიმშილის ზღვარზეა: გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი
