11 თებერვლის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის უქმდება გამგზავრებისას ტესტირების მოთხოვნა, საჭირო იქნება მხოლოდ მგზავრის ფორმა ლოკატორის შევსება (PLF). არავაქცინირებული პირებისთვის კი საჭიროა გამგზავრებამდე და შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლიდან, არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, PCR ტესტის ჩატარება.
დეტალები გაერთიანებულ სამეფოში შესვლასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე https://www.gov.uk/
