LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა გაქვთ, მზად ვართ ბოლომდე ვიყოთ უკრაინის გვერდით“ – სტარმერი ზელენსკის

149
2025-03-01_22-22-57_311234

გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა გაქვთ, – ამ სიტყვებით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრის დასაწყისში.

„ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიყოთ უკრაინის გვერდით, დიდი ბრიტანეთის ხალხი უკრაინის ერთგულია.

დიდ ბრიტანეთს აქვს აბსოლუტური და ურყევი გადაწყვეტილება, მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ჩვენ ორივეს გვსურს, კერძოდ, უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე“, – თქვა სტარმერმა.

„დიდი მადლობა, კირ, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მადლობა ბრიტანელ ხალხს ომის დაწყებიდან მხარდაჭერისთვის. და მოხარული ვარ, რომ მეფე დათანხმდა ხვალინდელ შეხვედრაზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დაუნინგ სტრიტზე ზელენსკისა და სტარმერის შეხვედრა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g