LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაფიცული თანამშრომლის ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 1 350 ლარი“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი

253
BeFunky-collage (2)

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს.

თეატრის ინფორმაციით, დეზინფორმაციაა თითქოს, 21 გაფიცული თანამშრომლის ხელფასი ყოველთვიურად 500 ლარს შეადგენს და აცხადებს, რომ თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების არსებული, ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1350 ლარი.

„ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია, დასაქმებულები ხელფასის მატებას ითხოვენ“ – კულტურის პროფკავშირის ცნობით, ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ

„მედიასივრცეში მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის შრომის პირობების შესახებ, რომ თითქოს სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობის ზრდის მიუხედავად მათი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თეატრის დისკრედიტაციას, რის გამოც თეატრი მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაასაჯაროოს გაფიცულ თანამშრომელთა რეალური სამუშაო პირობები.

ოპერისა და ბალეტის თეატრთან გაფიცული თანამშრომლები აქციას მართავენ

თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების არსებული, ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1350 ლარი. ამასთანავე, დასაქმებულებზე რეგულარულად, ყოველთვიურად გაიცემა სახელფასო დანამატები.

ბოლო 10 სამუშაო თვის განმავლობაში, თეატრის მიერ, საკუთარი შემოსავლებიდან, გაფიცულ თანამშრომლებზე (21 დასაქმებულზე) ჯამურად გაიცა სახელფასო დანამატები – 63 500 ლარის ოდენობით, რაც თითოეულ დასაქმებულზე საშუალოდ, ყოველთვიურად შეადგენს 300 ლარს. გარდა ამისა, 2024 წლის 01 იანვრიდან თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს ეზრდებათ შრომის ანაზღაურება 35-40%-ით, რაც დამტკიცებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 18 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით.

ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ თეატრის სცენის სამსახურის 2 ყოფილ თანამშრომელთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს მათი სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია გაფიცვაში მონაწილეობის მიღებასთან. აღნიშნული პირები თეატრში დასაქმებულები იყვნენ 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელთაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ ამ ვადის ამოწურვამდე.

მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

თეატრის 21 თანამშრომლის გაფიცვის მიუხედავად, სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები (52 დასაქმებული) აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ხელფასების 100%-ით ზრდა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია“ – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ტექნიკური პერსონალის ნაწილის გაფიცვას ეხმაურება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g