LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრთან გაფიცული თანამშრომლები აქციას მართავენ

158
ovp5i1xggqy5nue

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან, თეატრის სასცენო მიმართულების გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

“გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ ხელფასების ზრდას და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას.

ადმინისტრაციამ, რაც შესთავაზა დასაქმებულებს, ეს დასაქმებულებს არ აწყობთ. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანების შესახებ რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაციები ავრცელონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ ადამიანებს მოუსმინონ. ეს ყველაფერი აქამდე იმიტომ მოვიდა, რომ ამ ადამიანებს წლების განმავლობაში არ უსმენდნენ”, – განაცხადა „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ თავმჯდომარე ნიკა წიქარიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის ყოველთვიური ხელფასი არა 500, არამედ მათი მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1350 კი ლარი.

magti 5g