‘’თბილავიამშენის’’ 120-მდე თანამშრომელმა დღეს კომპანიისგან რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
გაფიცულების განმარტებით, ისისი არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას მანამ, სანამ კომპანია დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებს. აქციაზე ხმაური კომპანიის დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გამოჩენამ და როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მორიგი დაპირებების გაცემამ გამოიწვია. გაფიცულ თანამშრომლებსა და სიტყვით გამოსულ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან გოგიბერიძე პასუხისმგებლობას გენერალურ დირექტორს თეიმურაზ ბერიძეს აკისრებს. წელს ეს უკვე რიგით მეორე ანალოგიური ხასიათის აქციაა და როგორც მარტის თვეში დაპირდა დირექტორი მუშებს სახელფასო დავალიანებას აგინაზღაურებთო, დღესაც იგივე პირობით დატოვა კომპანიის ეზო.
ამჯერად გაფიცულმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი მოთხოვნა წამოაყენეს. ისინი კომპანიისგან აქციონერთა კრების მოწვევას ითხოვენ, რომ “თბილავიამშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გოგიბერიძემ თანამდებობა დატოვოს.