LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაფრინდი ჩემო ლამაზო იქ, სადაც მშვიდად იქნები…იქ ხარ, სადაც მხოლოდ, სინათლე და სიკეთეა“ – თიკა ჯამბურიას ემოციური პოსტი კესარია აბრამიძეზე

1319
2024-09-19_22-33-35_738613

მომღერალი თიკა ჯამბურია კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ეხმაურება:

„გაფრინდი ჩემო ლამაზო იქ, სადაც მშვიდად იქნები, იქ სადაც არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მოგიწევს, იქ სადაც ის იქნები ვინც ყოველთვის იყავი, იქ ხარ სადაც შენი სიყვარულის არავის არ რცხვენია, იქ ხარ, სადაც მხოლოდ, სინათლე და სიკეთეა“, – წერს თიკა ჯამბურია.

„მომცა 11 ტრანსი გოგოს მისამართი და ფული.. ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო! 3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც“ – გიგა მაქარაშვილი კესარია აბრამიძეზე

მაია ასათიანი: „ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა, კესოს მესიჯი სიტყვა სიტყვით ასეთია: „რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს“

„ცოლად მოყვანას მთხოვდა და ფოტოს გამოქვეყნებით მაშანტაჟებდაო ამ არაკაცმა!, იმედია უვადო პატიმრობას მიუსჯიან!“ – ნინი შერმადინი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.

მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები