LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარადაიცვალა

245

გაგუას კლინიკაში ქალის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. 29 წლის ქალი გაგუას კლინიკაში 1 მაისს მშობიარობის შემდგომ გარდაიცვალა. როგორც ”ფორტუნას” რეგულირების საგენტოში განუცხადეს სავალდებულო შეტყობინებით სააგენტოს თავად კლინიკამ მიმართა და ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს.

”სავალდებულო შეტყობინება სააგენტოში გაგუას კლინიკამ გამოაგზავნა, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, შედგება სპეციალური კომისია და დაიწყება მოკვლევა, დამატებითი დეტალები გარდაცვალების მიზეზებზე ამის შემდეგ გახდება ცნობილი”- განუცხადა ”ფორტუნას” სააგენტოს წარმომადგენელმა ლია მელიქიძემ.

რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ -ჯერობით არ მიუმართავს გარდაცვლილის ოჯახს.
კლინიკაში ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, თუმცა ”ფორტუნას” კლინიკის პრესსამსახურმა ფაქტი არ დაუდასტურა და მომხდარი დამალა. პრესსამსახური დღეს ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g