2019 წელს გაი რიჩის რეჟისორობით ფილმი „ჯენლტმენები“ გამოვიდა. ფილმმა საზოგადოებაში გამოსვლისთანავე დაიმსახურა დადებითი შეფასებები. მძაფრსიუჟეტიან, დეტექტიური ჟანრის ფილმში ჰიუ გრანტი, მეთიუ მაკკონაჰი, ჯერემი სტრონგი, ჰენრი გოლდინგი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილოებენ. ფილმმა კინოგაქირავებიდან 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ Miramax TV ამავე სახელწოდების ახალი სერიალის, „ჯენტლმენების“ გადასაღებად ემზადება. მისი სცენარისტი და რეჟისორი კვლავაც გაი რიჩი იქნება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ტაბლოიდების ვარაუდით სერილაში იგივე სამსახიობო ჯგუფი იქნება წარმოდგენილი.