LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსმა ფილმ „ნოთინგ ჰილის“ გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან სცენარში მთავარი გმირების დაშორების იდეა არ მოეწონა

134
ჯულია რობერტსმა ფილმ „ნოთინგ ჰილის“ გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან სცენარში მთავარი გმირების დაშორების იდეა არ მოეწონა

90-იანი წლების ყველაზე პოპულარული რომანტიკული ფილმის „ნოთინგ ჰილის“ სცენარის ავტორმა, რიჩარდ კერტისმა IndieWire-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ყველაფერი მზად იყო გაგრძელებისთვის, თუმცა ბოლო მომენტი ჯულია რობერტსმა უარი განაცხადა. კერტისი ამბობს, რომ ჯულია უკმაყოფილო დარჩა სცენარით, სადაც მთავარი გმირები ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ, ჰოლივუდის მსახიობს ეს იდეა საოცრად არ მოეწონა.

ამ დრომდე ფილმ „ნოთინგ ჰილის“ გაგრძელებაზე საუბრები მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა. ცოტა ხნის წინ შესაძლო გაგრძელებაზე საუბრისას, ჰიუ გრანტმა ეს ინფორმაცია არ უარყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ფილმის გაგრძელება არ გამოვა.

10 ფილმი „ლამაზმანის“ გარდა, სადაც ჯულია რობერტსის სილამაზე და ნიჭი ყველა მოლოდინს აჭარბებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები