ყველასთვის საყვარელი ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტი ბერლინის Astor Film Lounge-ის კვირეულს დაესწრო. 64 წლის მსახიობი მეუღლესთან, ანა ებერშტაინთან ერთად გამოვიდა წითელ ხალიჩაზე. ჰიუ გრანტი ბრწყინავდა შავი ფერის პიჯაკსა და შარვალში, რომელიც თეთრ პერანგთან ჰქონდა შეხამებული. მისი 41 წლის მეუღლე და ასევე ცნობილი ტელეპროდიუსერი კი ორბორტიან კოქტეილის კაბაში იყო გამოწყობილი.
ჰიუ გრანტმა ცოტა ხნის წინ წარადგინა ახალი ფილმი „ერეტიკოსი“, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის ფილმი, სადაც გრანტი რელიგიური ექსტრემისტი პროფესორის როლს ასრულებს.
რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის თრეილერში