LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკში, მაგრამ იგივე შარმით – რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე

520
რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი

ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებები აქტიურად გრძელდება. მორიგი სცენის გადაღებების ამსახველი მომენტი პაპარაცებმა ლონდონში დააფიქსირეს. კადრში ჩანს რენე ზელვეგერი და მისი უცვლელი პარტნიორი ჰიუ გრანტი, რომელიც ფილმში დენიელ კლივერის როლს ასრულებს. სიუჟეტის დეტალები უცნობია, თუმცა, ვიცით, რომ ფილმის პრემიერა, მომდევნო წელს, სიყვარულის დღეს არის დაგეგმილი.

ახალ ფოტოებში 55 წლის რენე ზელვეგერი ისეა გამოწყობილი, როგორც მისი გმირი ყველა აქამდე გამოსულ ფილმში. მას მწვანე კაბა ბრიტანული სტილის ჟაკეტთან აქვს შეხამებული. ბრიტანულ სტილში, პიჯაკსა და თეთრ პერანგშია წარმოდგენილი 63 წლის ჰიუ გრანტიც. მართალია ორივე მსახიობს ასაკი უკვე ეტყობა, მაგრამ ის შარმი, რითაც ყველას თავი დაგვამახსოვრეს, ისევ უცვლელია. 

ის დაბრუნდა – პირველი კადრები „ბრიჯიტ ჯონსის“ მეოთხე ნაწილის გადაღებებიდან

„ბრიჯიტ ჯონსი” ეკრანებზე ბრუნდება – ახალ ფილმში რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი ითამაშებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები