LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვეს – „სწავლაში მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომა ჩავდე“

384
აბიტურიენტები 100%-იანი გრანტით

26 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტის სტატუსი 31 704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. 

სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა, საიდანაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

„ფორტუნა“ გაგაცნობთ იმ სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით გააგრძელებენ სწავლას.

ლიზი წულაია ხონის N2-ე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანია. ლიზი სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე გააგრძელებს, მან 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

„ფორტუნამ“ საკუთარ მკითხველს უკვე გააცნო ლიზის და, მარიამ წულაია, რომელმაც ასევე მოიპოვა 100%-იანი გრანტი სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე.

🎓👏👏 მარიამ წულაიამ, რომელიც ხონის N2-ე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანია, სამედიცინო უნივერსიტეტში გრანტი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე მოიპოვა #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით განაგრძობს სწავლას ხონის მე-2 საჯარო სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული – ნინი კუხალაშვილი დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

100%-იანი დაფინანსება მოიპოვა თელაველმა ანი დათაშვილმაც – მან თბილისის 207-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ახლა კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე განაგრძობს სწავლას.

👏👏 თელაველმა ანი დათიშვილმა თბილისის 207-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 100 %-იანი გრანტით ისწავლის თელავის პირველი საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი თათია შოშიკელაშვილიც. თათია დიპლომირებული სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა ნიტა ქუთათელაძემაც.

ნიტა სენაკის კერძო სკოლა „მარიოტას“ ოქროსმედალოსანია.

მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულში 60-დან 59 ქულა აიღო, ინგლისურში 70-დან 70 ქულა, ქიმიაში 63-დან 59 ქულა, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან – 63ქულა.

„რეპეტიტორებთან ვემზადებოდი, მოლოდინის რაც შეეხება, მინდოდა, ჩემი შედეგის, უნარების და ნიჭის გამოვლენა, პასუხისმგებლობა ჩემი პედაგოგების მიმართ, ვისთან ერთადაც ეს რთული გზა გავიარე.

100%-იანი გრანტი კი ნამდვილად სასიხარულოა ჩემთვის“, – აღნიშნავს ნიტა ქუთათელაძე „ფორტუნასთან“.

100%-იანი გრანტით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ისწავლის მარიამ ქაწაშვილიც, რომელმაც კასპის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა.

„მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომა ჩავდე. ქართულში მხოლოდ ორი თვე მოვემზადე და უცხო ენაში ვემზადებოდი მთელი წელი. კარგ შედეგს ველოდი, თუმცა ამხელა წარმატებას ნამდვილად არა“, – საკუთარ ემოციებს მარიამ ქაწაშვილი „ფორტუნას“ უზიარებს.

ასევე 100%-იანი გრანტით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა თელავის N4-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საბა შაშვიაშვილი. საბა დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ისწავლის. ეროვნულ გამოცდებზე მის მიერ მიღებული ქულები ასე გამოიყურება:

ქართული 60/56
ინგლისური 70/70
ქიმია 63/59
ბიოლოგია 70/64.

ამასთან, 2025 წელს, 70%-იანი გრანტი 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათ შორის არის ნიკოლოზ გალდავაძე, რომელიც ხონის N1 საჯარო სკოლის მედალოსანი მოსწავლეა. ნიკოლოზი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის.

70%-იანი გრანტით ისწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მარიამ ქოიავაც. მარიამი ხონის N1საჯარო სკოლის მედალოსანი მოსწავლეა.

magti 5g