LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ლაბრადორი ვინი, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს დაღლილობასა და სტრესთან ბრძოლაში ეხმარება

232
herodog

კორონავირუსს მთელი მსოფლიო ებრძვის, ბრძოლის წინა ხაზზე კი მედიკოსები არიან. ექიმები და ექთნები შეუჩერებლად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და ბევრი მათგანის ფსიქიკისათვის ეს უდიდესი სტრესია, თუმცა დენვერელ ექიმებს ამ მძიმე დროში გამოუჩნდათ დამხმარე უსაყვარლესი ლეკვის სახით. ემოციური ამბის შესახებ ,,სიენენი” წერს.

ვინი ერთი წლის ლაბრადორია, რომელიც სპეციალური წვრთნის კურსს გადის. კურსის დასრულების შემდეგ იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ან ვეტერანების დამხმარე-ძაღლი გახდება. დენვერის ერთ-ერთი ჰოსპიტალის თანამშრომლებისთვის ვინი კარგად ნაცნობია, რადგან მას ამ საავადმყოფოს ექიმი, სიუზენ რაიანი წვრთნის.

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სიუზენის ფოტოს, რომელიც მან ვინისთან ერთად გადაიღო. ,,ძალიან დაღლილი გამოვედი დერეფანში, არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო და პირდაპირ იატაკზე დავჯექი, ვინი კი ჩემთან მოვიდა. მივხვდი, რომ მასთან კონტაქტის რამდენიმე წუთი ძალებს დამიბრუნებდა” – აცხადებს რაიანი.

ამის შემდეგ ვინის სოციალური მუშაკების ოთახი გამოუყვეს, სადაც მას გადაღლილი პერსონალი სტრესის დასაძლევად სტუმრობს. ვინისთან თამაშის შემდეგ ექიმები და ექთნები ბევრად ხალისიანები არიან და ძალაც მეტი აქვთ.

,,ნუ იღელვებთ, ჰიგიენის წესებს მკაცრად ვიცავთ. ვინისთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ ვიცვლით თანსაცმელს და კარგად ვიბანთ ხელებს. მისი არსებობა ძალიან გვეხმარება დაღლილობასა და სტრესთან ბრძოლაში. ჩვენ ფიცი დავდეთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველას გადასარჩენად“, – აცხადებს სიუზენი.

ვინი სიუზენის მზრუნველობის ქვეშ 22 თვის ასაკამდე დარჩება, ამის შემდეგ კი პროფესიულ საწვრთნელ პროგრამაში გადაინაცვლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g