LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით პირველი ქართველი მხატვარი, რომელიც ციფრულ ნახატებს ყიდის: „ის მითი, რომ არტისტები ღარიბები არიან, ძალიან მარტივად დაიმსხვრევა“

1790
ჯჯჯ

იაკობ შედევრსი (Jacob Shedevrs), იგივე გიორგი ადეიშვილი პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს ციფრულად NFT პლატფორმებზე ყიდის. ახალგაზრდა შემოქმედმა „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა საკუთარი შემოქმედებისა და ასევე, ახალი ტექნოლოგიის – NFT პლატფორმების და მათი ინოვაციურობის შესახებ.

მიშო ჟღენტი Microsoft-ის გუნდს შეუერთდა – მსოფლიოს გიგანტ კომპანიაში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა

-როდის დაიწყეთ ხატვა და რა ჟანრში ხატავთ?

ხატვა კონცეპტუალურ ხელოვნების ჟანრში, დაახლოებით, 1 წლის წინ დავიწყე, პანდემიის დროს. შეიძლება ითქვას, ხუმრობით დავიწყე, რადგან ჩემი ნამუშევრების მთავარი ელემენტი იუმორი და ბავშვურობაა, თუმცა ნელ-ნელა შევყევი და დღეს ჩემი აუდიტორია მყავს, რომელიც ჯერჯერობით 3500+ მიმდევარით (follower) შემოიფარგლება.

– ამ დროისთვის, რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი?

ნამუშევრებს ყოველდღე ვქმნი. ამჟამად, ალბათ, 300-მდე ნამუშევარი მექნება. ზოგი ვარგა, ზოგი – არც ისე, ზოგიც – საერთოდ კატასტროფაა.

სად და როგორ ხდება თქვენი ნამუშევრების რეალიზაცია?

ნამუშევრების გაყიდვა 2 კვირის წინ, NFT პლატფორმებზე დავიწყე. NFT ძალიან ახალი კონცეფცია/ტექნოლოგიაა, რომელიც ბლოკჩეინთანაა კავშირში და საშუალებას გაძლევს, რომ ციფრული ნამუშევრები გაყიდო. ამან გზა გაუხსნა ციფრულ არტისტებს, რომ გაეყიდათ თავიანთი ციფრული ორიგინალი ნამუშევრები. ასევე, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ფურცელზე, ტრადიციულ ჟანრში დახატული ნამუშევარი გააციფრულო(დაასკანერო) და ისე გაყიდო. მოკლედ, ციფრულად რაც კი არსებობს, ყველაფრის გაყიდვა არის შესაძლებელი. მე, საბედნიეროდ, მალევე ჩავერთე NFT სფეროში. 1 კვირაში ჩემი 2 ნამუშევარი საკმაოდ სოლიდურ თანხად გაიყიდა. ეს იმის მერე მოხდა, რაც Matty Mo-მ, ყველაზე ცნობილმა არტისტმა ჩემი ნამუშევარი გააზიარა. შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი ვარ, ვინც NFT წარმატებით გაყიდა. ახლა კი ორ ახალგაზრდა კოლექციონერთან მაქვს მოლაპარაკება მთლიანი კოლექციის შეძენის თაობაზე, რაც საერთოდ ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. არ ვიცი, რამდენად გამოვა, მაგრამ ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა.

-ვინ არიან თქვენი ნამუშევრებით დაინტერესებულები?

რა თქმა უნდა, ყველა მყიდველი/კოლექციონერი უცხოელია. უშუალოდ პლატფორმებს რაც შეეხება, https://opensea.io/ და https://mintable.app/ – ს ვიყენებ მე პირადად, თუმცა სხვა ბევრი პლატფორმაცაა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, ან შეიძლება ამ წლის ბოლომდეც კი, NFT თემა საქართველოშიც ფართოდ შემოვიდეს, ხალხმა უკეთ გაიგოს, რა არის და გამოიყენოს. ძალიან გამიხარდება ასე თუ მოხდება, თუ დახმარება დაჭირდა ვინმეს, ყოველთვის შემიძლია დავეხმარო. ვფიქრობ, ეს მომავლის სფეროა და მსოფლიოს ცვლილება უკვე დაიწყო. ერთ-ერთი ციფრული ნახატი $69 მილიონად გაიყიდა. NFT ბაზრის საერთო ღირებულებამ უკვე 2 ტრილიონს მიაღწია. ამ თემაში ჩართულები არიან ილონ მასკი, სნუპ დოგი, Gary Vaynerchuk, The Weeknd, ანუ უკვე საკმაოდ ბევრი ცნობილი ადამიანი. შეიძლება ითქვას, NFT-ს ხელოვნების სფეროს რევოლუციად მოიაზრებენ – აღარაა საჭირო გალერეებში შენი ნამუშევრების განთავსება, არტ სკოლებში სიარული და ა.შ. ყველას, ე.წ შიპინგის გარეშე, შეუძლია გაყიდოს თავისი ციფრული ნამუშევარი, ამ აწ უკვე ციფრულ სამყაროში.

-სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი გაქვთ?

ჯერჯერობით, ვაკვირდები როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ რამის გადაწყვეტა ძალიან ადრეა, მაგრამ თუ ასე სტაბილურად გაგრძელდა, ის მითი, რომ არტისტები ღარიბები არიან, ძალიან მარტივად დაიმსხვრევა. ასევე, სამომავლოდ ვაპირებ, NFT-ს გარდა, ჩვეულებრივად ფიზიკური ნამუშევრები და პრინტებიც გავყიდო, მთავარია შიპინგის საკითხი მოვაგვარო. წესით, წელს უნდა მოვახერხო, ვნახოთ.

იაკობ შედევრსის (Jacob Shedevrs) ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g