პრინცესა დაიანას ძმისშვილები, დები სპენსერები საცხოვრებლად ლონდონში გადასახლდნენ. ლედი ამელია და ლედი ელიზა სპენსერები ამჯერად გამოცემა „ჰელოუსთვის“ რჩეულებთან ერთად პოზირებენ. ამელიას მეუღლე, გრეგ მალეტია, რომელიც ფიტნეს ინსტრუქტორია, ხოლო ელიზას რჩეული, ჩენინგ მილერდი, მარკეტინგის მენეჯერია.
გამოცემის ყდისთვის დები სპენსერები თეთრი ფერის ჰაეროვან კაბებში არიან გამოწყობილები. საინტერესოა, რომ ელიზა და ამელია ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და მათ ხშირად დაიანას ამსგავსებენ. სხვა ფოტოებზე კი გოგონები, სხვადასხვა სამოსში, საკუთარი სახლის ინტერიერიდან პოზირებენ.
პრინცესა დაიანას ძმისშვილები – ტყუპები ამელია და ელიზა სპენსერები მოდურ ჩვენებაზე გამოჩნდნენ








