LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება.. თუ უკრაინა მარცხს განიცდის, თქვენ იქნებით შემდეგი“ – კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს მიმართავს

91
BeFunky-collage (3)

”გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება. თქვენ იქნებით შემდეგი. ეს თქვენს კარზე თვალის დახამხამებაში დააკაკუნებს”, – ასე მიმართავს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს და მოუწოდებს მათ, ომის ფონზე უკრაინას მიაწოდონ „ყველაფერი, რაც სჭირდება“.

მისი თქმით, თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მეტი ქვეყანა გახდება თავდასხმის შემდეგი სამიზნე.

”თუ უკრაინა მარცხს განიცდის, თქვენ იქნებით შემდეგი. მოლდოვა იქნება შემდეგი. სასურსათო კრიზისი? ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ის ახლა არ შეჩერდება, ყველა ჩვენგანი დავზარალდებით. თავისუფალი სამყარო დაზარალდება. ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება,“- განაცხადა კლიჩკომ.

ნატო ფართოვდება – თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები