LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაიკეთეთ ერთ ადგილზე, სამი დღით ადრე მოფიქრებული დაპირებები” – “ტიფლისის” რეჟისორი პოლიტიკოსებს მიმართავს

levan dabrundashvili

ქართული სერიალის “ტიფლისის რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი, რომელიც სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებებს აკრიტიკებს.

როგორც ის ამბობს, საქართველოში აუცილებელია მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს.

არსებული შრომის პირობების გაუსაძლისი მდგომარეობის ნიმუშად მას, მისი დის სამუშაო ანაზღაურება მოჰყავს.

„ერთი განცხადება მინდა გავაკეთო ორივე მხარის გასაგონად. უკვე ხალხი განვითარდა. გაიკეთეთ ერთ ადგილზე, სამი დღით ადრე მოფიქრებული დაპირებები.

დღეს ველაპარაკე ჩვენს პატარა დას, რომელიც ერთერთ კაფეში, მიმტანად მუშაობს და 8 საათიან სამუშაოში უხდიან 18 ლარს, ანუ საათში გამოდის კაპიკები.

მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რა გჭირთ? ასე როგორ იქცევით? რაღაც რეგულაცია ხომ შეიძლება მიიღოთ, რომ მინიმუმი ხელფასი ამდენია საათში,“ – ამბობს ლევან დაბრუნდაშვილი  ვიდეომიმართვაში.

“8 საათში , 18 ლარი! ამაზე მეტი არ გქონოდეთ ვისაც ეს ნორმალურად მოგაჩნიათ!,” – ამბობს ლევან დაბრუნდაშვილი.

ნახეთ ასევე: „ტიფლისის“ რეჟისორი მშენებლობაზე მუშად მუშაობს -„ვისაც ჰგონია, რომ „ჯი-დი-ეს“-იდან ოთხი მილიონი მოვიპარე…“