LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა ბენზინის ფასი და გაუძლებს თუ არა ახალაშენებული შენობები მიწისძვრას

57

საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი მატულობს. აისახება თუ არა ეს ვითარება ჩვენს ბაზარზე და გაიზრდება თუ არა ბენზინის ფასი კიდევ საქართველოში, ამის დადგენას ცდილობს დღევანდელი „ბიზნეს რეზონანსი“.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენელი ვანო მთვარალაშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის და მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დღევანდელი ფასი ადეკვატურია, მომავალში კი ყველაფერი ამ ორ მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.

გაზეთი „რეზონანსი“ ქვეყანაში ბოლო წლებში აშენებული შენობების სეისმურად მდგრადობის საკითხით ინტერესდება და ადგენს, რომ ახალი შენობების 60% სეისმურ ტესტს ვერ გაუძლებს. სპეციალისტები ვვარაუდობენ, რომ შენობების უმეტესობა 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს.

ასევე დღევანდელი „ბიზნესრეზონანსისგან“ შეიტყობთ, რომ ლარიზაციის პროგრამის გამო ლომბარდში მომსახურება გაძვირდება. კომერციულ ბანკებში სესხის ლარში აღება ლომბარდის მესაკუთრეებს აიძულებს მომსახურება გააძვიროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g