„შეღავათების მოხსნა არ იგეგმება – ტარიფის ზრდას არც კი განვიხილავთ“ – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სატრანსპორტო სისტემა დალაგდება ისე, რომ მოსახლეობამ მთლიანად იგრძნოს კომფორტი.
„ჩვენი მიზანია დატვირთვა მიიღოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. თუ ფასი გავზარდეთ, ვერ მიიღებს დატვირთვას და ადამიანები ისევ ავტომანქანებს გამოიყენებენ. ამიტომ ის მდგომაროება რაც გვაქვს ფასთან დაკავშირებით და ის უამრავი სოციალური შეღავათი, რომელიც არსებობს, რასაკვირველია, უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მერია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდირებას ახორციელებს. ავტობუსებით მგზავრობის რეალური ღირებულება 60 თეთრია, ხოლო ყვითელი მიკროავტობუსების 1 ლარზე მეტი. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.