LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა პენსია 2017 წელს?

108

მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის, ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, დავით ონოფრიშვილმა, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რაც ეხება ბიუჯეტში გაწერილ 1 მილიარდ 665 მილიონ ლარს, რომელიც მმართველი გუნდის მტკიცებით, საპენსიო უზრუნველყოფისთვის არის განსაზღვრული და, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია, ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამ გაზრდილ თანხაში იგულისხმება პენსიის 180 ლარამდე გაზრდა, რაც უკვე შესრულდა, ხოლო 2017 წლიდან პენსიის ზრდა გათვალისწინებული აღარ არის.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ფიქრობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გასული წლის პროექტისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ძირითადი პრიორიტეტებიც არ შეცვლილა. რაც ეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 4.5%-ით არის განსაზღვრული, ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას უფრო მეტი მოთხოვნა უნდა წამოეყენებინა საკუთარი თავისათვის და ზრდის პროგნოზი მეტი უნდა ყოფილიყო.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 17 ოქტომბერს ჩაინიშნა. როგორც დავით ონოფრიშვილმა განმარტა, ეყოლება თუ არა ამ დროს საქართველოს ახალი პარლამენტი, რთული სათქმელია, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ბიუჯეტის განხილვას, ვინაიდან პარლამენტის ძველ შემადგენლობასაც შეუძლია საკომიტეტო განხილვების ჩატარება, ვინაიდან ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადები კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.

mazda magti 5g