LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჯეტი, რომელიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს

88

კანადელმა მწარმოებელმა KirMaq Tech უჩვეულო გაჯეტი შექმნა, რომელიც განსაკუთრებით მოგზაურობისა და ლაშქრობების მოყვარულებს მოეწონებათ. მას ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს – თქვენი გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს.

მოწყობილობას CAMP/y ჰქვია და ის აღჭურვილია Wi-Fi-ით, ბლუთუზით და სხვადასხვა სახის უამრავი მრიცხველით. სწორედ ისინი განაპირობებს უსაფრთხოებას: ცუდი ამინდის მოახლოების, ახლომახლო მტაცებელის არსებობის ან  გაზის გაჟონვის შემთხვევაში მოწყობილობა ნათდება.

ვიზუალურად ის ბუს ჰგავს. თუკი განათებული გაჯეტი მფლობელისთვის შეუმჩნეველი გახდა, Wi-Fi-ს ან Bluetooth-ის საშუალებით ის საგანგაშო ნოტიფიკაციას მის სმარტფონზე გაგზავნის, რომელიც მასთან არის სინქრონიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები