LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

164
ფორტუნა (76)

ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! – ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.

როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია.

„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!“ – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში, ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის“ – პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა – დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

mazda magti 5g