LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში, ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის“ – პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

149
Untitled design

„სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში, სასწრაფოდ ვისაც შეგიძლიათ, ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის, სამსახურებს მორჩებით და მოდით რუსთაველზე.. სასწრაფოდ პარლამენტთან ყველა“, – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო, ხოლო პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

აქციის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც:

„რაც ახლა კომიტეტზე ხდება, სრულიად უკანონოა. შეკრულია თავიდან ბოლომდე ყველა უმრავლესობის წევრი, რომ გაატარონ რუსული ინტერესები ქვეყანაში. ჩვენ გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომ მას შეეწყვიტა ეს უკანონო პროცესი, რაც დღეს მიდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხედავთ, რომ პოლიციელების ზურგს უკან, ეს ლაჩრები, მხდალი ნაძირალები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, ეს არაფრის მაქნისი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა დოქსოპულო არის მიმალული და ერთ სიტყვასაც არ ამბობს მაშინ, როდესაც ეს ხდება პარლამენტში.

ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ შევიკრიბოთ პარლამენტთან. ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდგომ არის სესიები და ამიტომ ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი.

დღეს შევიკრიბოთ 6 საათზე, ვისაც შეგიძლიათ მანამდეც, ჩვენ აქ ვართ. 6 საათიდან დავიწყოთ ყველამ შეკრება, რომ ვაჩვენოთ რეალური ხალხის ძალა რაშია და რომ ჩვენ არასდროს რუსეთის მონები არ გავხდებით. სოზარისტები რუსეთის მონები გახდნენ, ბიძინისტებიც რუსეთის მონები გახდნენ, იგივე არის პაპუაშვილი, კობახიძე, მაგრამ ამ ადამიანებს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმიტომ, რომ სამშობლო გვიხმობს. ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 6 საათზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორ განვითარდა მოვლენები დღის განმავლობაში, იხილეთ ვრცლად:

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოპულარულები