LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

141
332134296_1196668200974290_2363291040000467328_n

პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.

პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა, სხდომათა დარბაზიდან, ძალის გამოყენებით, ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი და პაატა მანჯგალაძე გაიყვანა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირება მოჰყვა.

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შედეგად აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს.“ პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში, ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის“ – პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

 

 

mazda magti 5g