LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

159
279364178-2860705864063318-6429910685417555886-n-2022-05-09_15-02-40_482343

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს შემოთავაზებული კანონპროექტის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემდეგი ნაბიჯების განხილვისას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უკუკავშირი“, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი აცხადებს.

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

როგორც ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე კელიტონმა ისაუბრა ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებისთვის მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის ამოქმედებას:

„მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ქალ წარმომადგენლებთან ერთად, ამ გეგმის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას.

მე ნათლად განვაცხადე, დღეს რომ ძალაში იყოს განხილვაში მყოფი კანონი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“, ეს პირდაპირ იმოქმედებდა იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და ქალ აქტივისტებზე, რომლებსაც გაერთიანებული სამეფო უჭერს მხარს რათა მათ საქართველოს მთავრობის შერიგებისკენ მიმართული დღის წესრიგი განახორციელონ.

ისინი იქნებოდნენ „უცხოელი აგენტის“ სტიგმის ქვეშ, რაც არ მგონია მართებული იყოს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, პროექტებს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ამავე თემაზე:

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g